logo_geo
eng_logo
მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად
- +

18 აგვისტო. 2022. 01:42

 

მოსკოვი აშშ-სგან საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვისურვებდით, გვენახა სერგეი ლავროვო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. აშშ-ს ბოლო წლებში არაერთხელ შეუქმნია ჩვენთვის სირთულეები სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაერო-ს ხაზით. საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაერო-ს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის“, – განაცხდა ანტონოვმა.

 

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner