logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი დეგნანზე: როდესაც, სახდეპმა თქვა, რომ ივნისის მოვლენები იყო რადიკალური ოპოზიციის შტურმი სახელმწიფოზე, ამხელა რანგის დიპლომატი კი იყენებს „ნაცმოძრაობის“ ტერმინს „გავრილოვის ღამე“, კარგად ჩანს, თუ საით დგას ეს ქალბატონი
- +

18 აგვისტო. 2022. 12:03

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამონარიდს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშიდან, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის ივნისს როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები.

მისი თქმით ამ საკითხზე აშშ-ის ელჩი, საკუთარი ქვეყნის პოზიციას დაუპირისპირდა, რის თაობაზეც განმარტება უნდა გააკეთოს.

ეს ამონარიდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს ელჩი დეგნანის გუშინდელ უმძიმეს შეცდომას. მაშინ როდესაც, სახდეპმა მკაფიოდ თქვა, რომ ივნისის მოვლენები იყო რადიკალური ოპოზიციის შტურმი სახელმწიფოზე, ხოლო ამხელა რანგის დიპლომატი იყენებს ნაცმოძრაობის ტერმინს "გავრილოვის ღამე", კარგად ჩანს, თუ საით დგას ეს ქალბატონი.... საკუთარი ქვეყნის მთავარი ინსტიტუციის პოზიციას რომ დაუპირისპირდები, ვფიქრობ ხალხისთვის მცირე განმარტება მაინც უნდა გაკეთო, რატომ ხარ ამ პოზიციაზე...”, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner