logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: ტელევიზიაში, საიდანაც ეს მოწოდებები ისმის, შეიძლება შენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მივიდეს და ინტერვიუ მისცეს, ეს ხომ ქვეყანაში რევოლუციური განწყობების პირდაპირი მხარდაჭერაა?
- +

18 აგვისტო. 2022. 14:36

 

 

 

პრეტენზია რომ გაქვს „მედასავლეთე" ოპოზიციონერობაზე და ქვეყნის დახსნასა, გადარჩენაზე რუსი ოლიგარქისგან, მერე სათავეში მოსვლასა და ქვეყნის მართვაზე, ამ დესტრუქციული მოწოდებებით გინდათ ხალხის მხარდაჭერა, მაშინ როცა იცით, რომ განულებულები ხართ? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

პრეტენზია რომ გაქვს „მედასავლეთე" ოპოზიციონერობაზე და ქვეყნის დახსნასა, გადარჩენაზე რუსი ოლიგარქისგან, მერე სათავეში მოსვლასა და ქვეყნის მართვაზე, ამ დესტრუქციული მოწოდებებით გინდათ ხალხის მხარდაჭერა, მაშინ როცა იცით, რომ განულებულები ხართ? თან როცა ხედავთ, მსოფლიოში გლობალური სიტუაციის მიუხედავად, შენს ქვეყანაში ცხოვრება დუღს, ხალხი კამუფლაჟებით და ავტომატებით კი არა, კონცერტებზე, ფესტივალებზე, პლაჟებზე, რესტორნებში დადის, აბა საპნის ბუშტი არ ხართ და ბლა, ბლა, ბლა? და იმ ტელევიზიაში, საიდანაც ეს მოწოდებები ისმის, შეიძლება შენი ქვეყნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მივიდეს და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს, ეს ხომ პირდაპირი მხარდაჭერაა ქვეყანაში არეულობის და რევოლუციური განწყობების? დამთავრდა ის დრო, როცა ხალხი ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა, ახლა ყველაფერი ხელის გულზე დევს, ასე რომ მოვა დრო ოპოზიციური ფლანგიც აღარ იქნებით, ამომრჩეველი იმ ხმასაც არ მოგცემთ, რასაც გაძლევდნენ ოდესღაც.“ - წერს ფოჩხუა - facebook - ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner