ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველ ამომრჩეველს მიმართავს და რამდენიმე რჩევას აძლევს.
„რამდენიმე რჩევა ქართველ ამომრჩეველს:
1. არასოდეს მისცეთ ხმა იმ პარტიას და დეპუტატობის იმ კანდიდატს, რომელიც გპირდებათ ნარკოტიკების ლეგალიზაციას. ის დამპალია და შეგიძლიათ, იქვე ჩაქოლოთ!
2. არასოდეს მისცეთ ხმა დეპუტატობის იმ კანდიდატს, რომელიც თქვენთან სასაუბროდ მოდის და ამ დროს საჩვენებელ თითზე წამოცმულ მანქანის გასაღებს ატრიალებს დარდიმანდულად. ის თავხედია და 4 წლის განმავლობაში ვეღარ გამოიყვანთ რესტორნიდან!
3. არასოდეს მისცეთ ხმა დეპუტატობის იმ კანდიდატს, რომელიც თქვენთან სასაუბროდ მოდის შავი უზარმაზარი ჯიპით, დაბურული მინებით, შავი სათვალით და სირენებით. ის მაფიოზია!
ნუ დაგავიწყდებათ, ამ ქვეყნის ბედი მაინც თქვენს ხელშია", - წერს გელა ზედელაშვილი „facebook"-გვერდზე.