logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგიამ ოზურგეთში სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა
- +

18 აგვისტო. 2022. 15:00

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.

,,ჩაი საქართველოსთვის ტრადიციული კულტურაა და მას განვითრების პოტენციალი აქვს, თუ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 1600 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე ვეხმარებით გადამმუშავებელ სექტორსაც. გურიაში, სოფელ ბახვში გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან; ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ - ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და, ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა.

ერთ-ერთი პირველი მეჩაიე ფერმერი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაციის ფორმირება მოახდინა, სოფელ ქვემო ბახვში მცხოვრები დავით თენეიშვილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით თენეიშვილის პლანტაციაში ოვალურზედაპირიანი ჩაის პლანტაციის პრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს გაეცნო. ოთარ შამუგია იაპონური, ჩინური, თურქული და საქჩაიმანქანის მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner