არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან - სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გიორგი ანწუხელიძე - ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის.
დღეს გიორგი 38 წლის გახდებოდა, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩა 23 წლის გმირის ისტორიად“, - წერს კახა კალაძე.