logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: კვირებია ვუსწრებთ „ტვ პირველს“, ეს მიანიშნებს, რომ მაყურებელი დაიღალა გაუთავებელი ტელე-ისტერიის ყურებისგან და ყოველდღიურად დაანონსებული აპოკალიფსისგან
- +

18 აგვისტო. 2022. 17:51

 

 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში სატელევიზიო რეიტინგის ცხრილს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია „Postv” რამდენიმე კვირაა უსწრებს „ტვ პირველს“.

 

მისივე თქმით, ეს ტენდენცია მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, მაყურებელი, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, დაიღალა ამ გაუთავებელი ტელე-ისტერიის ყურებისგან, გამოგონილი ამბებისგან და ყოველდღიურად დაანონსებული აპოკალიფსისგან.

 

„ერთი საინტერესო ტენდენციის შესახებ მინდა მოგიყვეთ. მე არ მჩვევია „პოსტვ“-ის რეიტინგებით მარიაჟობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მოკლე დროში მოვახერხეთ მაყურებლის საკმაოდ დიდი აუდიტორიის მომხრობა. დღეს მინდა გაჩვენოთ ჩვენი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც უკვე კვირეებია ვუსწრებთ „ტვ პირველს“. ეს ტენდენცია მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, მაყურებელი, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, დაიღალა ამ გაუთავებელი ტელე-ისტერიის ყურებისგან, გამოგონილი ამბებისგან და ყოველდღიურად დაანონსებული აპოკალიფსისგან. ნაც.მედიებო გაგვეშვით რა!“ - წერს რამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner