logo_geo
eng_logo
მომხმარებლები თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას 22 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ
- +

18 აგვისტო. 2022. 18:02

 

 

თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, 22 აგვისტოდან შეუფერხებლად იმუშავებს.

 

სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ. სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.

 

ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ.

 

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

 

მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.

 

ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner