logo_geo
eng_logo
ქეთი კოვზიაშვილი: თულია, როდესაც ადამიანი ბრალდაუდებელია და მედია მას გამიზნული დისკრედიტაციის მიზნით ძალიან მარტივად მიაწებებს დამნაშავის სტატუსს
- +

18 აგვისტო. 2022. 18:39

 

 

სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი წერს:

 

როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, მე ვგმობ ძალადობას! ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიერ და მიმართ განხორციელებულს.

 

ძალიან მძიმეა ძალადობის თემა ყველასთვის.

 

მეორე დღეა, ვაკვირდები, როგორ ფრთხილად აშუქებს მედია კოლეგის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.

 

მივესალმები მედიის მხრიდან  თემის გაშუქებისას კოლეგის მიმართ გამოვლენილ სიფრთხილეს.

 

უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტი ნებისმიერი სენსიტიური თემის გაშუქების დროს უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.

 

ბევრი პოსტიც შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, ყველაფერი წინაა და არ შეიძლება კოლეგაზე ასე ისაუბრო და გამახსენდა, გამახსენდა მედიის მიერ გაკეთებული რეპორტაჟები, სადაც ჩემი კოლეგები, პოლიციელები, ყოველგვარი გამოძიებისა და კანონიერი ბრალდების გარეშე, როგორ ჰყავთ მოხსენიებული ეპითეტებით: მოძალადე პოლიციელი, მწამებელი პოლიციელი, პოლიციელი, რომელიც იტყუება, პოლიციელი ნარკორეალიზატორი - და არ ვიცი კიდევ, როგორ ამკობენ ხოლმე სამართალდამცველს.

 

რთულია, როცა საქმე შენს (თუნდაც ბრალდებულ) კოლეგას ეხება, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც ადამიანი ბრალდაუდებელია და მედია მას გამიზნული დისკრედიტაციის მიზნით ძალიან მარტივად მიაწებებს დამნაშავის სტატუსს“, - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner