„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ლიბერასტული რევოლუცია საქართველოში ვერ შედგება!
ვერც კრემლიდან გადმოგზავნილი რუბლებით ნაკვები, კიტოვანთან ერთად სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ორგანიზატორი - დინასტიით მოღალატე ხოშტარიები, ვერც ულტრა-ლიბერასტული, ნარკოვაჭრობის ლობისტი, გასაბერი ეკლესიების ავტორი გირჩი ჯაფარიძე, ვერც მევახშე, პატიოსანი ხალხის ბინებიდან გამომყრელი, ყოფილი კომკავშირის მდივანი ხაზარაძე, ვერც ვანო ჩხარტიშვილის „კარმუშკაზე” მჯდარი „პუჭურა” ვაშაძე, ვერც მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი - სოროსის მონა ბოკერია, ვერც ზვიად გამსახურდიას დამხობასა და მკვლელობაში მონაწილე, შევარდნაძის ყურმოჭრილი ყმა პუტჩისტი ჩარკვიანები და რაც მთავარია - ვერც მშვიდობიანი მიტინგების სასტიკად დამბრბევი, ახალგაზრდების მკვლელი, გარყვნილი, პატიმრების გაუპატიურება -წამებას, სამაჩაბლოს და კოდორის გაყიდვასა და ათას სხვა დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილის ნაცმოძრაობა - ვერასოდეს ძვრას ვერ უზამს არსებულ ხელისუფლებას!
ისმის კითხვა რატომ ვერ მოხდება ლიბერასტული რევოლუცია?
პასუხი მარტივია - ისინი (ლიბერასტული ბანდა ) იმდენად ეზიზღება ქართველ ერს, რომ არასოდეს მათ მხარეს არ დადგება და წესით ასეც უნდა იყოს!
ამიტომ ლოგიკურია, რომ ყველა ეს დაანონსებული „შემოდგომის რევოლუცია” არის მორიგი ფარსი, რომელშიც მხოლოდ ერთი შედეგი დადგება - „სირცხვილიას” მსგავსად მიტინგის დაშლაში ლიდერთა ვიწრო ჯგუფი ფინანსურ სარგებელს ნახავს. ლიბერასტული ოპოზიციის დამარცხება გარდაუვალია და ეს იმიტირებული ყალბი ბრძოლა არათუ ასუსტებს, არამედ აძლიერებს ხელისუფლებას!
თუ გვსურს საქართველოს რეალური და ცივილიზირებული განვითარება, ქვეყანას ახალი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი, კონსტრუქციული ოპოზიცია ესაჭიროება და არა „დამნაშავეთა ჯოგი”, რომელიც ცდილობს, ამოეფაროს პროდასავლელობას და ლიბერალიზმს“, - წერს სანდრო ბრეგაძე.