logo_geo
eng_logo
გალერია პალასში" ვეტერან ირაკლი ავალიშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
- +

18 აგვისტო. 2022. 18:59

 

 

სასტუმრო "გალერია პალასში", აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ირაკლი ავალიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 23 და ერთი - შვილის, ნიკო ავალიშვილის ნამუშევრები.

 

დამთვარიელებლებს, შეუძლიათ, 31 აგვისტომდე ესტუმრონ ,,გალერი პალასს“, ყოველ დღე, დილის 10:00-დან 21:00 საათამდე. ( მისამართი: პავლე ინგოროყვას # 5 )

 

ირაკლი ავალიშვილი დაიბადა 1950 წლის 21 თებერვალს. ხელოვნებაში მისი გააქტიურება აფხაზეთის ომის შემდეგ დაიწყო. 1994 წლის 2 ოქტომებრს, ირაკლი ავალიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს, კოდორის ხეობაში მძიმედ დაიჭრა. სერიოზული მხატვრობა 1995 წლიდან დაიწყო, ომში მიღებული ემოციები დღემდე ტილოზე გადმოაქვს. როგორც თვითონ აღნიშნავს, ,,რომ არა ომი მე არ ვიფიქრებდი მხატვრობაზე.“

 

მხატვარს შექმნილი აქვს 700-მდე ფერწერული ნამუშევარი, ჰქონდა 35 პერსონალური გამოფენა.მისი ფერწერული ნამუშევრები შეფასებულია ნიუ-იორკის "აგორა გალერიის მიერ, ("brilliant colours"). მდიდარი ფერთა გამით შესრულებული ემოციური ფერწერული ნამუშევრები წარუშლელ შთაბეჭდილებას მოგანიჭებთ.

 

ირაკლი ავალიშვილის მეუღლე, მარინა ახვლედიანი, ასავე, გალხდათ აფხაზეთის ომის მონაწილე. ჰყავთ მათ 6 შვილი_1 ქალიშვილი და 5 ვაჟი, რომელთაგან სამი მხატვარია. ირაკლი ავალიშვილის ნამუშევრები კერძო კოლექციებში: დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიასა და საქართველოშია დაცული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner