logo_geo
eng_logo
ოთო აბესაძე: სამასმერაღაცამდენე პოლიტიკური პარტიის „შენახვას“ ბევრად სჯობს მცირე საწარმოს შექმნა
- +

22 აგვისტო. 2016. 13:13



„ქართული ოცნების" წევრი ოთო აბესაძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში.



2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში.

დღეს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ელაპარაკება პროგრამებზე, გაკეთებულ საქმეებზე, თუ რა არის გასაკეთებელი და არა სიძულვილის ენით. დღეს, განსხვავებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, ხელისუფლება ფსიქოლოგიურად არ ძალადობს მოსახლეობაზე, აღვირახსნილი პოპულიზმით და მეთოდებით არ ცდილობს ოპონენტების განეიტრალებას და პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას.

ეს არის მთავარი მიღწევა, ეს არის მთავარი საწყისი დემოკრატიული, ცივილიზებულ ევროპული საზოგადოების არჩევანის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.

საქართველო გახდა მიმზიდველი ინვესტორთათვის ისე, როგორც არასდროს (გადახედეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობებს ბოლო 2 წლისას), საქართველო გახდა მიმზიდველი ტურისტულად ისე, როგორც არასდროს (გადახეეთ ბოლო 2 წლის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას), 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ საქართველო მსოფლო ყურადღების ცენტრში სე არ ყოფილა, როგორც წელს მსოფლ ვარსკვლავების ვიზიტების შედეგად... ეს არის სწორი პოლიტიკაჩვენ გვჭირდება მეტი მსოფლიო საქართველოში და არა რუსული ტანკები. ესე შენდება ქვეყანა!

 

ეს არის მთავარი დანაპირები 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომ ქვეყანა შედგეს როგორც დამოუკიდებელი, მშვიდი, მდგრადი და რაც მთავარია დემოკრტიულ ფასეულობებზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი შეხედულებებით.

პოლიტიკური სიმშვიდე ქმნის ქვეყნის განვითარებას და ბოლოს, ქვეყანას გადარჩენა 2012 წელს ჭირდებოდა. დღეს ქვეყნის გადარჩენა" ძლიერ ეკონომიკას უდრის. შესაბამისად, დღეს მეტი ბიზნესმენი გვჭირდება და არა მეტი პოლიტიკოსი. სამასმერაღაცამდენე პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას და მის შენახვას" ბევრად ჯობს მცირე საწარმოს შექმნა და ხალხის დასაქმება. ეს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. მეტი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მეტი სახელმწიფო ინტეესების დაცვა. 2016 წლიდან ეს უნდა იყოს მთავარი პოლიტიკური გამოწვევა. სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა წარმოქმნის ძლიერ სახელმწიფოს. მაშინ გავხდებით ევროპა, როდესაც ამას გავითავისებთ კარგად", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner