logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს
- +

18 აგვისტო. 2022. 20:15

 

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს.

 

„ოკუპანტებმა მოულოდნელად „დასვენების დღე“ გამოაცხადეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. 19 აგვისტოს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ყველა სხვა თანამშრომლისთვის შესვლა აიკრძალება“, - განაცხადეს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

 

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსული „როსატომის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში მუდმივად იმყოფებოდნენ ატომურ ელექტროსადგურზე, სასწრაფოდ დატოვეს ობიექტის ტერიტორია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner