logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია
- +

18 აგვისტო. 2022. 20:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია.

 

„ლვოვში შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განვიხილეთ მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესების შესაძლებლობები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარება და [რუსი] ოკუპანტების მხრიდან ბირთვული შანტაჟი, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ მარცვლეულის ფართომასშტაბური მოპარვა. ასევე შევეხეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner