logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცინიკურად იცინის
- +

18 აგვისტო. 2022. 20:59

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ისინი შეშფოთებული არიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო კატასტროფის გამო, ცინიკურს უწოდებს.

 

„რუსეთი შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო კატასტროფის გამო“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცინიკურად იცინის. გამოსავალი არსებობს. თქვენ უბრალოდ უნდა განაღმოთ შენობები, გაათავისუფლოთ თანამშრომლები, შეაჩეროთ დაბომბვა და დატოვოთ ატომური ელექტროსადგური. მარტივია, არა?“, -  წერს პოდოლიაკი.

 

მანამდე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner