logo_geo
eng_logo
რიჩარდ კემპი: დასავლეთს შეუძლია, უკრაინას „უღალატოს“ და რუსეთმა გაიმარჯვოს
- +

18 აგვისტო. 2022. 22:25

 

 

დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ, უკრაინას „უღალატონ“ და რუსეთს გამარჯვების ნება დართონ. აგრესორი ქვეყნის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგს ზამთარი დაადგენს, ასევე, რამდენად შეძლებს პუტინი გაზის თემაზე მანიპულირებას. ამის შესახებ The Telegraph-თან ინტერვიუში ბრიტანეთის არმიის ყოფილმა სარდალმა, პოლკოვნიკმა რიჩარდ კემპმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინას მხოლოდ სამი თვე აქვს „ზამთრის ღალატის“ თავიდან ასაცილებლად. სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა, „ღრმა ყინვის“ ფაზაში ჩავარდეს, მოკავშირე ქვეყნები კი დაიწყებენ ზეწოლას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე.

 

როგორც კემპმა აღნიშნა, ზამთარი გავლენას მოახდენს ომის შედეგზე არა მხოლოდ ფრონტზე. სიცივეს უდიდესი სტრატეგიული გავლენა ექნება არა უკრაინაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში. კემპის თქმით, ქვეყნის მოკავშირეები დაიღლებიან „ყინვაგამძლე პეიზაჟით“ და ეკონომიკური კრიზისით, რის გამოც ისინი ზელენსკიზე ზეწოლას მოახდენენ.

 

„მაშინ როცა ევროპელები ბრმად იკმაყოფილებდნენ შიმშილს იაფი რუსული ენერგიის მიმართ, პუტინი მათ სტრატეგიულ ხაფანგს წლების განმავლობაში აწყობდა“, - ამბობს კემპი.

 

პოლკოვნიკის მტკიცებით, დასავლეთს სურს, მინიმუმამდე დაიყვანოს ეკონომიკური ზიანი სანქციების გამო. უკრაინის მოკავშირე ქვეყნები საგრძნობლად შეამცირებენ გაზის მოხმარებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებში და გაზის ფასი შესაძლოა, „ცამდე გაიზარდოს“. ეს გამოიწვევს ამომრჩევლების მასობრივ უკმაყოფილებას და სავარაუდოდ, აიძულებს პოლიტიკოსებს, გადახედონ თავიანთ ერთგულებას უკრაინის მიმართ და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრ სანქციებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner