logo_geo
eng_logo
Politico: შეერთებულმა შტატებმა უკრაინის არმიას ნება დართო, გამოიყენოს დასავლური იარაღი ყირიმზე დარტყმისთვის
- +

18 აგვისტო. 2022. 22:52

 

 

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის არმიას ნება დართო, გამოიყენოს დასავლური იარაღი ყირიმზე დარტყმისთვის, თუ კიევი ამას საჭიროდ ჩათვლის. ამის შესახებ Politico წერს.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვირჩევთ სამიზნეებს და ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვაწოდეს, არის თავდაცვისთვის. ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი (უკრაინის შეიარაღებული ძალები) გადაწყვეტენ, რომ დაიცვან სუვერენული უკრაინის მიწაზე, განსაზღვრებით, არის თავდაცვა“, - განაცხადა თეთრი სახლის წყარომ.

 

ნახევარკუნძულის შესახებ დამაზუსტებელ კითხვაზე მან ხაზი გაუსვა, რომ „ყირიმი უკრაინაა“.

 

„ყირიმზე თავდასხმა უკრაინისთვის სამართლიანი თამაშია - და მას აქვს ამერიკის მხარდაჭერა, რომ დაარტყას იქ რუსებს“, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner