უჯარმაში, არხში, სადაც მდინარე იორი მიედინება 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ. როგორც ცნობილია, ისინი მამიდაშვილთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
112-ს მათთან ერთად მყოფი ნათესავი დაუკავშირდა, რის შემდეგაც, ადგილზე სამაშველო ბრიგადა ჩავიდა.
ძებნის ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, ძმები უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ.