საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ათენში, „აკროპოლისის თასზე“ მეორე თამაშშიც დამარცხდა. ტურნირზე ჩვენი გუნდის მეორე მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველო ანგარიშით 80-67 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა ნაკრებმა 17 აგვისტოს თურქეთთან გამართა და დამარცხდა.
ტურნირს უკვე 31-ედ ათენი მასპინძლობს. 2017 წელს ტურნირის გამარჯვებული სწორედ საქართველოს ნაკრები გახდა.