logo_geo
eng_logo
პენტაგონი თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის დეტალებს იკვლევს
- +

9 მარტი. 2016. 10:58


„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი  აბუ ომარ ალ-შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.



პენტაგონი ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ის მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.



პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.



აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ითვლება, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა.



ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner