logo_geo
eng_logo
კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში - ამჯერად ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს
- +

19 აგვისტო. 2022. 00:37

 

 

18 აგვისტოს, საღამოს, აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებულ ყირიმში. სავარაუდოდ, აფეთქება რუსი დამპყრობლების უდიდეს ბელბეკის აეროდრომზე მოხდა, რომელიც სევასტოპოლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

 

მოგვიანებით ბელბეკის ავიაბაზაზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მანქანა მივიდა.

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ხანძარი ბელბეკის ტერიტორიიდან, ისმის აფეთქების ხმები და საჰაერო თავდასხმის სიგნალი.

 

საოკუპაციო ხელისუფლებას აფეთქებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ბელბეკის აეროდრომი არის რუსი დამპყრობლების უდიდესი საჰაერო ბაზა დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner