logo_geo
eng_logo
არესტოვიჩი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე: არ ვარ კოლექტიური პასუხისმგებლობის მომხრე - ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ
- +

19 აგვისტო. 2022. 00:46

 

 

გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ყველა რუსისა და ბელარუსისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას არ ეთანხმება.

 

„არ ვარ კოლექტიური პასუხისმგებლობის მომხრე. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

მისი თქმით, უფრო შერჩევითი იქნებოდა იმის განსაზღვრაში, თუ რომელ განმცხადებლებს არ უნდა მიეცეთ ვიზა, მაგალითად მათ, ვინც ღიად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

 

„მათ აეკრძალებათ [ევროკავშირში შესვლა] და სხვა სანქციებიც დაუწესდებათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ ტექნიკურად ძალიან რთული იქნება იმის დადგენა, ვინმე მხარს უჭერს თუ არა პუტინს და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა აიძულა ზელენსკის ადმინისტრაცია გადაეწყვიტა, რომ უფრო ადვილი იქნება ყველასთვის აკრძალვის დაწესება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner