„ისე, სიმართლე თქვა ცხონებულმა თამაზ წივწივაძემ ,,ნაციონალებზე''. ეს ისეთი მოვლენაა, რომელსაც ზეთის თვისებები აქვს, წამდაუწუმ იღვრება და ნებისმიერ ღრიჭოში აღწევსო“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ტატრაყუნა ზურაბა!
ერთი თვე საგონებელში ვიყავ ჩავარდნილი. უამრავ კარგ ადამიანს ვერ ვიმატებდი - დიდი ხნის წინათ ლიმიტი გათავდა.
შემდეგ ასეთ მეთოდს მივმართე - არასასურველები ვშალე, მკვდარი სულები ვყარე, მთელი საფრენდეთი ვწურე, „ნაცებსაც“ ვდიე, მათთან გათანაბრებულებიც „ვჟლიტე“, მაგრამ თურმე სადა ვბანაობ?
ამ დილით ცნობა გავარდა, ტატრაყუნა ზურაბა გადატრიალებას ამზადებს, სამთავრობო შენობებში უნდა შეიჭრას და სამშობლო გაათავისუფლოსო.
პირდაპირ უთქვამს, ეს შენობები იმ ხალხისაა, ამას წინებზე რუსთაველზე რომ გამოვიდაო!
ჰოდა, მეც შევედი ტატრაყუნა ზურაბას გვერდზე. ჯერ, რატომღაც, იმან დამაინტერესა (მეც კაი ინტრიგანი ვარ), ამ დუპლეტს ვინ უწონებდა გადატრიალება-გამოქანების გეგმას.
ავაჰმე!
საოცრებას წავაწყდი, ჩემი 30-მდე ,,მეგობარი'' აღტყინებული უჭერდა მხარსა და მეტიც, ბატონო ზურაბ, წარმატებებს გისურვებთ წამოწყებულ საქმეშიო, თან გულებითაც კი ჰყავდათ დასაჩუქრებული.
აქამდე ამათ უფრთო ანგელოზებად ვთვლიდი. ჩემ წინაშე აგრესიას არ გამოხატავდნენ. ახლა მივხვდი, აგენტურა მყოლია ჩანერგილი.
არც ერთი არ დავინდე, ,,ვჟლიტე'' და ,,ვჟლიტე''!
ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ახლა დავჯდები და ნორმალურ ხალხს დავიმატებ!
ისე, სიმართლე თქვა ცხონებულმა თამაზ წივწივაძემ ,,ნაციონალებზე''. ეს ისეთი მოვლენაა, რომელსაც ზეთის თვისებები აქვს, წამდაუწუმ იღვრება და ნებისმიერ ღრიჭოში აღწევსო.
თქვენ რომ გგონიათ, წაშალეთ, დაბლოკეთ, გამოხშირეთ, მთლად ეგრეც არ არი, ცდებით, რაღაც ნაწილი მაინც რჩება, იღვრება და სადაც არ ელოდებით, სწორედ იქ გამოჟონავს.
მე ჯერ კიდევ გუშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ აქ ტატრაყუნა ზურაბას 30-ზე მეტი ფანი მეყოლებოდა და თანაც ისეთები, ხშირად აპლოდისმენტებსაც რომ მიძღვნიდნენ!
გაიგონეთ?!
სექტემბრიდან სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა შევცვივდეთ და ვინც იქ დაგვხვდება, ყველას გამოვყრითო.
ამას გადაეცით, შარვალი ჩაიხადოს და ევერესტიდან "ჩერეზ'' მთაწმინდა გამოქანდეს, ქვემოთ დეპუტატი მაჭუტაძე დახვდება.
რა, განა ასე არ არის, ბატონო კუკური? ჰა, ასე არ არის?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.