logo_geo
eng_logo
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 34.1 პროცენტით გაიზარდა
- +

19 აგვისტო. 2022. 13:15

 

 

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის
მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც 36.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 71.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით
გაიზარდა და 2 225.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (447.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (295.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (274.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 621.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 348.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 182.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner