logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე „სუის კრედიტზე“: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, შვეიცარიის ელჩმა ჰაიდი გრაუმ საზოგადოებას გვაუწყოს მისი ხელისუფლების პოზიცია რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით
- +

19 აგვისტო. 2022. 17:18

 

 

არსებული ვითარება, როცა სახეზეა შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნიშნით ფინანსურად შევიწროება, მოითხოვს შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენლის განცხადების გაკეთებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, შვეიცარიის ელჩმა ჰაიდი გრაუმ საზოგადოებას გვაუწყოს მისი ხელისუფლების პოზიცია ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ მსგავსი მოთხოვნაა საქართველოს ოპოზიციურ სპექტრშიც, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე გოგა ხაინდრავას მიერ დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

„აშკარაა, რომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი დავა ამ ჩარჩოებს გასცდა. ნათლად მესმის ივანიშვილის ადვოკატების პოზიცია, რომ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვა გამორიცხულია.

არსებული ვითარება, როცა სახეზეა შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნიშნით ფინანსურად შევიწროება, მოითხოვს შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენლის განცხადების გაკეთებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, შვეიცარიის ელჩმა ჰაიდი გრაუმ საზოგადოებას გვაუწყოს მისი ხელისუფლების პოზიცია ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ მსგავსი მოთხოვნაა საქართველოს ოპოზიციურ სპექტრშიც.

დიპლომატის ოფიციალური განცხადების ქვეტექსტების გაგება კი არ გაუჭირდებათ პროფესიონალებს“, - წერს აბაშიძე facebook - ზე.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავაზე განმარტებები საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც უნდა გააკეთოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner