logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ის ფაქტი, რომ ასეთი ცნობილი ბანკის ასეთ სამარცხვინო საქციელზე თავად შვეიცარიაშიც კი არავინ რეაგირებს, ეჭვს აჩენს, რომ ეს პროცესი მართვადია და ამას ვიღაც გარედან დირიჟორობს
- +

19 აგვისტო. 2022. 17:27

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება. მისი თმით მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირის დავაა და ამ საქმეში არავის ჩარევას არც თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს, საზოგადოებას კითხვებზე პასუხები მაინც ძალიან აინტერესებს.

„ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის” წინააღმდეგ სასამართლო დავა შვეიცარიის გარდა კიდევ სამ ქვეყანაში: ახალ ზელანდიაში, ბერმუდაში და სინგაპურში ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, ის ბანკის ყოფილ თანამშრომელს მისი კუთვნილი 500 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებდა.
,,კრედიტ სვის"-მა სასამართლო დავა ყველა ქვეყანაში წააგო, თუმცა არცერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, მიზეზად ხან რა ფაქტორი მოჰყავს და ხან რა, ბოლოს ევროპარლამენტის სრულიად უსამართლო, ტყუილებით და დეზინფორმაციით სავსე რეზოლუცია იყო მოყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირის დავაა და ამ საქმეში არავის ჩარევას არც თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს, საზოგადოებას კითხვებზე პასუხები მაინც ძალიან აინტერესებს.

ის ფაქტი, რომ ასეთი ცნობილი ბანკის, ასეთ სამარცხვინო საქციელზე თავად შვეიცარიაშიც კი არავინ რეაგირებს: არც მედია, არც მაკონტროლებელი, არც ხელისუფლება და თავად ბანკი კი სულ უფრო მეტ და მეტ უსიამოვნებებში ეხვევა, ეჭვს აჩენს რომ ეს პროცესი მართვადია და ამას ვიღაც გარედან დირიჟორობს. ვინ არის დირიჟორი და რა მიზნით აკეთებს ამას ეს კიდევ ცალკე კვლევის და დისკუსიის საგანია!

იმედია ამ ყველაფერზე შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ჰაიდი გრაუსი გააკეთებს კომენტარს, რადგან რაც უფრო დიდ ხანს დარჩება კითხვები პასუხგაუცემელი, მით უფრო მეტად დაზიანდება ,,კრედიტ სუისიც“ და ზოგადად შვეიცარიული საბანკო სისტემა!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner