logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგიამ ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

19 აგვისტო. 2022. 17:47

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩართული მხარეების კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაციით”, - განაცხადა მინისტრმა.

მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

right_banner right_banner
არქივი
right_banner