საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის შეშფოთებას იმ რისკების გამო, რომელსაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება ბირთვული უსაფრთხოებისთვის ქმნის და მხარი დაუჭირა ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მისიის გაგზავნას უკრაინისა და გაეროს მიერ შეთანხმებული პირობებით. რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს მიუთითა, რომ თანახმაა ამ მისიის განთავსებასა და ხსენებულ მეთოდებზე“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.