logo_geo
eng_logo
სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ფინეთის პრემიერმა ნარკოტესტი გაიარა
- +

19 აგვისტო. 2022. 19:48

 

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ის კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე ცეკვავს.

 

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ ნახსენებია კოკაინი.

 

„ბოლო დღეებში საკმაოდ მძიმე საჯარო ბრალდებები გავრცელდა, რომ მე ვიყავი ისეთ სივრცეში, სადაც ნარკოტიკებს იყენებდნენ, ან მე თვითონ ვიყენებდი ნარკოტიკებს. მიმაჩნია ეს ბრალდებები ძალზე სერიოზულად და, მართალია, ნარკოტესტის მოთხოვნა უსამართლოდ მიმაჩნია, ჩემი სამართლებრივი დაცვისა და ყოველგვარი ეჭვის გასარკვევად, დღეს გავიარე ნარკოლოგიური ტესტი, რომლის შედეგებიც ცნობილი იქნება დაახლოებით ერთ კვირაში“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner