logo_geo
eng_logo
კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს: რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს
- +

19 აგვისტო. 2022. 20:15

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა.

 

„ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერც ერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიის მთავრობამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის ამუშავება შეაჩერა. ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის აზრით კი, მილსადენი სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს, რათა მოსახლეობა ზამთარში არ გაიყინოს.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხსნათ, რათა შევავსოთ ზამთრისთვის მარაგი“, - განაცხადა კუბინკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner