logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: რატომ უნდა აწუხებდეს აშშ-ის საელჩოს, ეგზომ ძლიერ, ერთი ენჯეოს ამბავი, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოიჯაყა თავი?
- +

19 აგვისტო. 2022. 21:12

 

 

„როდესაც აშშ საელჩო უკვე ასეთ დონეზეც კი ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, რა გასაკვირია, რომ მოქალაქეებში უსიამოვნო ასოციაციები გაჩნდეს „უფროსი ძმის“ სინდრომთან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმად საელჩო აღნიშნავს, რომ ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

 

„როდესაც აშშ-ის საელჩო უკვე ასეთ დონეზეც კი ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, რა გასაკვირია, რომ მოქალაქეებში უსიამოვნო ასოციაციები გაჩნდეს „უფროსი ძმის“ სინდრომთან. რატომ უნდა აწუხებდეს საელჩოს ეგზომ ძლიერ ერთი ენჯეოს ამბავი, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოიჯაყა თავი? აქაც ცნობილი პრინციპი ხომ არ მოქმედებს, „ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენიანი ნაძირალა!“ - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner