logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ISFED-ზე: ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციების დრო დასრულებულია, ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს, პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები
- +

19 აგვისტო. 2022. 21:41

 

 

„ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციების და რაც მთავარია, არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO - მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები“, - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, ISFED პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ ლობისტებთან, რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ. ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი, რასაც ISFED და მისი მეგობარი ორგანიზაციები „პვტ“-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ... ISFED ის ორგანიზაცია არ არის, ტექნიკურ მთავრობას რომ ითხოვდა? რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად? ავტორიტეტული სამოქალაქო ორგანიზაციაო...

 

„ჯერ ერთი, ვისთან აქვთ ავტორიტეტი ლობისტებში? და მეორე - რომელ სამოქალაქო ორგანიზაციაზეა საუბარი რეიტინგი რომ პლინტუს დაბლა აქვს? არანაირი ლეგიტიმაცია, არანაირი ვალდებულება საზოგადოებასთან, მხოლოდ პასუხისმგებლობა ლობისტებთან,რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ.. ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი, რასაც „ISFED“ და მისი მეგობარი ორგანიზაციები „პვტ“-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ... ასე,რომ ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებს და რაც მთავარია არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO- მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები“, - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner