logo_geo
eng_logo
პენტაგონმა უკრაინისათვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
- +

19 აგვისტო. 2022. 22:07

 

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისათვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს დამატებით რაკეტებს ამერიკული Himars-ის საარტილერიო სისტემებისთვის.

 

დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს მობილური საარტილერიო სისტემებისა და დამატებითი ჭურვების გაგზავნას, რომელიც თავსებადია გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებულ შეიარაღებასთან.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამში 10.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner