აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისათვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს დამატებით რაკეტებს ამერიკული Himars-ის საარტილერიო სისტემებისთვის.
დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს მობილური საარტილერიო სისტემებისა და დამატებითი ჭურვების გაგზავნას, რომელიც თავსებადია გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებულ შეიარაღებასთან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამში 10.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.