რუსული კონცერნი „გაზპრომი“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა.
გაზპრომმა აღნიშნული ნაბიჯი განმარტა პორტოვაიას სადგურზე Trent 60-ის აგრეგატზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომნ Trent 60 ამჟამად ერთადერთი სამუშაო აგრეგატია.
„გაზპრომში“ ასევე განაცხადეს, რომ ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზის მიწოდება დღეში 33 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით განახლდება, რაც გაზსადენის გამტარუნარიანობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.