logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ევროპისთვის ბირთვული რისკების გათვალისწინებით, ემანუელ მაკრონის ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი სატელეფონო ზარი გამართლებული ნაბიჯი იყო
- +

19 აგვისტო. 2022. 22:41

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ევროპისთვის ბირთვული რისკების გათვალისწინებით, ემანუელ მაკრონის ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი სატელეფონო ზარი გამართლებული ნაბიჯი იყო.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი მის რუს კოლეგასთან გამართლებული იყო უსაფრთხოების სფეროში სერიოზული რისკის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

 

„საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის შეშფოთებას იმ რისკების გამო, რომელსაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება ბირთვული უსაფრთხოებისთვის ქმნის და მხარი დაუჭირა ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მისიის გაგზავნას უკრაინისა და გაეროს მიერ შეთანხმებული პირობებით. რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს მიუთითა, რომ თანახმაა ამ მისიის განთავსებასა და ხსენებულ მეთოდებზე“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner