logo_geo
eng_logo
The Washington Post: ომის დაწყებამდე „ეფესბემ“ პუტინისთვის უკრაინის მარიონეტული ხელისუფლების ორი ვარიანტი შეიმუშავა
- +

19 აგვისტო. 2022. 23:09

 

 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა („ეფესბე“) ომის დაწყებამდე პუტინისთვის უკრაინის მარიონეტული ხელისუფლების ორი ვარიანტი შეიმუშავა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს მასალაში, რომელშიც რუსული სპეცსამსახურის მიერ ომის წინ დაშვებულ შეცდომებს მიმოიხილავს.

 

„თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რუსულ ჯარს მალევე უნდა აეღო კიევი, რაც, „ეფესბეს“ ვარაუდით, მთელი უკრაინის მასშტაბით „დომინოს პრინციპით“ რეგიონული ხელისუფლებების დაცემას გამოიწვევდა. ამ გეგმის ფარგლებში „ეფესბემ“ მოამზადა მარიონეტული ხელისუფლების ორი შემადგენლობა, რათა ვლადიმერ პუტინს არჩევანის საშუალება ჰქონოდა.

 

ერთ-ერთი კანდიდატი უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, რომელიც 2014 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა. იანუკოვიჩის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი ომის დაწყების შემდეგ მინსკში გაემგზავრა, საიდანაც იანუკოვიჩი, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფ „ეფესბეს“ აგენტებს ეკონტაქტებოდა.

 

მეორე ჯგუფი შედგებოდა პრორუსული „რეგიონების პარტიის“ ყოფილი წევრებისგან, რომლებიც ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში იმყოფებოდნენ“, - წერს The Washington Post.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner