„რუსებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, რის გამოც დამპყრობლების შემტევი პოტენციალი მცირდება“, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა პენტაგონის დახურულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ ოკუპანტების საბრძოლო მასალა იწურება“, - აღნიშნავს აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი.
მისი თქმით, საბრძოლო მასალის რაოდენობის შემცირებით, დაიწყება შეტევითი ოპერაციების შემცირება. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა ახლა გააერთიანა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები და გადის „საშინელ პერიოდებს“, ცდილობს აღადგინოს თავისი ძალები.
ამასთან, უკრაინის ომი ახლა უკვე „სხვა ეტაპზეა“ გადასული, მაგრამ ის „პიკზე“ არ არის.