logo_geo
eng_logo
სამხედრო მეთაური: დონბასში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი
- +

19 აგვისტო. 2022. 23:57

 

 

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად, მულინოში შეიქმნა ეგრეთ წოდებული მესამე არმიის კორპუსი, რომელიც 20 აგვისტოს უკრაინაში უნდა წავიდეს. მისი დანიშნულება შეიძლება იყოს დონეცკის მიმართულება ან უკრაინის სამხრეთი, - ამის შესახებ უკრაინის ქვედანაყოფის მეთაურმა პავლო ჟებრივსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად წავლენ რუსი ოკუპანტები მულინოდან, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 20-21 აგვისტოს.

 

„თუ ეს დანაყოფი მოვა დონეცკის ოლქში, იქნება სასტიკი ბრძოლები“, - აღნიშნა ჟებრივსკიმ.

 

ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის პირველ და მეორე არმიის კორპუსებს რუსეთის სამეთაურო შტაბი ხელმძღვანელობს.

 

„ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას, მაგრამ ჯარი მიჰყავთ იქ, სადაც სარდლობა გადაწყვეტს და მათ უკან დგას „ვაგნერის“ ან „კადიროვის“ რაზმები“, - აღნიშნა მეთაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner