logo_geo
eng_logo
ინდოეთში თაღლითებმა პოლიციის ყალბი განყოფილება გახსნეს და 8 თვის განმავლობაში ქრთამს იღებდნენ
- +

20 აგვისტო. 2022. 00:15

 

 

ინდოეთში, ბიჰარის შტატში თაღლითებმა პოლიციის ყალბი განყოფილება გახსნეს და 8 თვის განმავლობაში ქრთამს იღებდნენ. ამის შესახებ The Guardian წერს.

 

პოლიციის ყალბი განყოფილება ადგილობრივი პოლიციის უფროსის სახლიდან 500 მეტრში მდებარეობდა. 8 თვის განმავლობაში თაღლითები პოლიციის ფორმას და იარაღს ატარებდნენ და მოქალაქეებს ქრთამს სთხოვდნენ, ვიდრე ისინი ნამდვილმა პოლიციელმა არ შენიშნა.

 

აღსანიშნავია, რომ ფეიკ-დაწესებულებაში სულ იმყოფებოდნენ დაქირავებული ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც დღეში 500 რუპიის სანაცვლოდ პოლიციის ოფიცრების როლებს ასრულებდნენ.

 

6 თაღლითი უკვე დაკავებულია, ახლა პოლიცია დაჯგუფების მეთაურს ეძებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner