ინდოეთში, ბიჰარის შტატში თაღლითებმა პოლიციის ყალბი განყოფილება გახსნეს და 8 თვის განმავლობაში ქრთამს იღებდნენ. ამის შესახებ The Guardian წერს.
პოლიციის ყალბი განყოფილება ადგილობრივი პოლიციის უფროსის სახლიდან 500 მეტრში მდებარეობდა. 8 თვის განმავლობაში თაღლითები პოლიციის ფორმას და იარაღს ატარებდნენ და მოქალაქეებს ქრთამს სთხოვდნენ, ვიდრე ისინი ნამდვილმა პოლიციელმა არ შენიშნა.
აღსანიშნავია, რომ ფეიკ-დაწესებულებაში სულ იმყოფებოდნენ დაქირავებული ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც დღეში 500 რუპიის სანაცვლოდ პოლიციის ოფიცრების როლებს ასრულებდნენ.
6 თაღლითი უკვე დაკავებულია, ახლა პოლიცია დაჯგუფების მეთაურს ეძებს.