logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის საგარეო უწყება: რუსეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე უკრაინაში მისი აგრესია გრძელდება
- +

20 აგვისტო. 2022. 00:50

 

 

რუსეთს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე ის უკრაინაში შეჭრას განაგრძობს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 

„რუსეთს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე უკრაინაში მისი აგრესია გრძელდება“, - განაცხადა უწყების სპიკერმა.

 

„ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს G20-ის შეხვედრებზე, ისევე როგორც მითითებებს, რომ უკრაინა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ G20-ის ლიდერთა სამიტზე“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

ინდონეზია „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს ნოემბერში უმასპინძლებს. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაესწრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner