„რუსეთს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე ის უკრაინაში შეჭრას განაგრძობს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
„რუსეთს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე უკრაინაში მისი აგრესია გრძელდება“, - განაცხადა უწყების სპიკერმა.
„ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს G20-ის შეხვედრებზე, ისევე როგორც მითითებებს, რომ უკრაინა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ G20-ის ლიდერთა სამიტზე“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ინდონეზია „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს ნოემბერში უმასპინძლებს. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაესწრებიან.