„არცერთი რუსული სარაკეტო შეტევა უპასუხოდ არ დარჩება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის ნანგრევებად გადაქცევას.
„დღეს მინდა ცალკე მივმართო ჩვენი ყველა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი ძალადობრივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან. ხარკოვი და ნიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე, ყველასთვის, ვინც განიცდის ამ მუდმივ საშინელებას, სიცოცხლის ნგრევასა და ყველაფრის განადგურების, რაც ცხოვრებას ნორმალურობას სძენს.
ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ამ დარტყმას უპასუხოდ. ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებზე. და ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ყველა მათგანს. ვერც ერთი მკვლელი ვერ დაიმალება. და რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს. სიტყვა „დანგრეული“ არასოდეს იქნება უკრაინისთვის შესაბამისი სიტყვა, ჩვენი ქალაქებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.