logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება
- +

20 აგვისტო. 2022. 01:41

 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ ახლა ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს.

 

ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ჩავარდა“ და „იწყება მარცხი“.

 

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბრძოლა, ადამიანების დაკარგვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ დასძინა, რომ იწურება რუსეთის მარცხი ბევრ სფეროში.

 

„მათ აქამდე ვერ მოახერხეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე წარმატებას მიაღწევენ უკრაინის ოკუპაციაში. მათი შემოჭრა შეფერხდა და მუდმივად იცვლებოდა იმდენად, რამდენადაც ისინი რეალურად მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთის ნაწილებზე აკეთებენ აქცენტს, შორს არიან მათი სამდღიანი ე.წ. სპეცოპერაციიდან. 150 დღეზე მეტია და თითქმის ექვს თვეზე მეტია, როგორც აღჭურვილობის, ისე რუსული პერსონალის უზარმაზარი მნიშვნელოვანი დანაკარგებით. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებაში“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner