logo_geo
eng_logo
სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა
- +

20 აგვისტო. 2022. 09:58

 

 

სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა ხელყუმბარა მერიის ფანჯრიდან ისროლა, შემდეგ კი უმისამართო ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

„პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რა დროსაც გასროლის ხმა გავიგეთ. სპეცრაზმი და პოლიციელები შენობაში შევიდნენ და აღმოაჩინეს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა“, - აცხადებენ პოლიციის პრესსამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner