სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა ხელყუმბარა მერიის ფანჯრიდან ისროლა, შემდეგ კი უმისამართო ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რა დროსაც გასროლის ხმა გავიგეთ. სპეცრაზმი და პოლიციელები შენობაში შევიდნენ და აღმოაჩინეს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა“, - აცხადებენ პოლიციის პრესსამსახურში.