logo_geo
eng_logo
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
- +

20 აგვისტო. 2022. 11:38

 

 

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 აგვისტოს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზირის ნაწილს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, სატივეს, ხორავას, ლაპიაშვილის ქუჩებს; კოსტავას, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩების ნაწილს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner