logo_geo
eng_logo
ლაშა ტალახაძე: შევეცდები, კიდევ მრავალჯერ ავაჟღერო ქართული ჰიმნი შეჯიბრებებზე!
- +

22 აგვისტო. 2016. 14:05



ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გამარჯვების პირველ სიხარულზე სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.



მოგესალმები, ჩემო ქვეყანავ!

 

მივესალმები ჩემს გულშემატკივრებს!!!

 

რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში 16 აგვისტოს - ეს უფლის წყალობაა... უფლის ნებით და ძალით ავედი ოლიმპიური მწვერვალის უმაღლეს საფეხურზე! მადლობა უფალს ამ ბედნიერებისთვის...

 

არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო! თქვენი თითოეული სიტყვა გულს მიხარებს და მაძლიერებს, როდესაც გამოვდივარ შეჯიბრზე, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და მიათმაგდება ბრძოლის უნარი...

 

დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ესემესის" ავტორს, ვისაც ვერ ვუპასუხე... ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მივიღე და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ჩემო კეთილო და კარგო ხალხო!.. შევეცდები კიდევ მრავალჯერ ავაჟღერო ქართული ჰიმნი სხვადასხვა შეჯიბრებებზე!

 

ათასგზის მადლობა კიდევ და კიდევ!" - წერს ლაშა ტალახაძე „facebook"-გვერდზე.

 

 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner