logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რომელიც კვლავ გრძელდება
- +

20 აგვისტო. 2022. 16:58

 

 

„საქართველოში უმუშევრობის დონემ დაიკლო! აღნიშნული, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, უმთავრესია მთავრობის მშვიდობის პოლიტიკა, რომელმაც ბიზნესს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მისცა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოში უმუშევრობის დონემ იკლო.

 

ჩიხელიძის შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო საქართველოს ბიზნესისთვის და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს, რაც დასაქმებულთა რაოდენობაზე დადებით აისახება.

 

„ირაკლი ღარიბაშვილის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რომელიც კვლავ გრძელდება. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მოქმედი სამხედრო კონფლიქტი არ აქვს, რუსეთი უკრაინაში იბრძვის, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ებრძვის, თურქეთს კი პერიოდულად აქვს ლოკალური კონფლიქტები, როგორც სირიაში, ასევე, ჩრდილოეთ ერაყში. ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო საქართველოს ბიზნესისთვის და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს, რაც დასაქმებულთა რაოდენობაზე დადებით აისახება. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის გარდა ადგილობრივი ექსპორტი 34,1%-ით გაიზარდა, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.

 

უმუშევრობის დონის შემცირება მთავრობის პოლიტიკის გამოძახილია, რომელმაც ომს და ნგრევას მშვიდობა ამჯობინა, მშვიდობამ კი ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარება მოგვიტანა!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner